ჩვენს შესახებ:

წარმოდგენილი  საგანმანათლებლო ტრენინგ-პორტალი მომზადდა პროექტის “საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემისთვის ონლაინ ტრენინგ-პლატფორმის შექმნა და ონლაინ ტრენინგ-პროგრამების შემუშავება“ ააიპ „გარემო და განვითარების“ (ED) მიერ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობით და დახმარებით. პროექტი განხორციელდა საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF),  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით.

საგანმანათლებლო ტრენინგ-პორტალზე თქვენ რამდენიმე ტრენინგ-პროგრამას ნახავთ. აღნიშნული პროგრამები განკუთვნილია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალური ოფისის და ადმინისტრაციების თანამშრომლებისათვის. ტრენინგ პროგრამების გასავლელად საჭიროა პორტალზე ავტორიზაცია და ტრენინგ პროგრამის ხელმძღვანელისგან პროგრამაზე დაშვების უფლების მიღება. ტრენინგ-პროგრამის გავლის შემდეგ ხდება თანამშრომლის მიერ მიღებული ცოდნის შეფასება და  შესაბამისი თემატური სერთიფიკატის გაცემა. თანამშრომლების მიმდინარე ან წარმატებით დასრულებული კურსების შესახებ ინფორმაცია გროვდება პორტალის ანალიტიკური ინსტრუმენტის საშუალებით და ხელმისაწვდომია ავტორიზებული მენეჯერებისათვის თანამშრომლების ცოდნის გაძლიერების საქმიანობების დასაგეგმად და მართვის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად.

გისურვებთ წარმატებებს!

დაგვიკავშირდით

პროფესიული განათლების სერთიფიკაცია

  • სერთიფიკატი გაიცემა კურსის წარმატებით დასრულებისას.
  • ყველა კურსს აქვს კურსის შესაბამისი სერთიფიკატი.
  • კურსის სერთიფიკატი გაიცემა ონლაინ.
  • მიღებული სერთიფიკატები ხელმისაწვდომია სტუდენტის პორტალზე.
  • სტუდენტს შეუძლია სერთიფიკატის ჩამოტვირთვა, დაზიარება, დაბეჭდვა.

სერთიფიკატების ნიმუშები

არალეგალური აქტივობების აღმოჩენა და აღკვეთა
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი
ვიზიტორთა მენეჯმენტი დაცულ ტერიტორიებზე